четверг, 24 декабря 2009 г.

ქორწინების ტრადიციები საქართველოში


საცდელი პროექტი: ქორწინების ტრადიციები საქართველოში
პროექტის სახელი: ქორწინების ტრადიციები საქართველოში
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეების მიერ ინფორმაციის მოძიება საქართველოში
ქორწინების ტრადიციების შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის განხორციელება მოხდება მეათე კლასის მოსწავლეების მიერ. პროექტში მონაწილეებს გავუნაწილებ დავალებებს, რომლებიც იმუშავებენ ინფორმაციის მოძიებაზე. მათ უნდა მოიპოვონ შემდეგი სახის ინფორმაცია:
  1. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქორწინების ტრადიციები;
  2. ქორწინების რიტუალები;
  3. ქორწინების ასაკი;
  4. საქორწილო სუფრა;
  5. ჯვრისწერა;
  6. ქორწინების ასაკი;
  7. ქორწინების კანონიერი რეგისტრაცია;
  8. საქორწინო სიმღერები და ცეკვები;
  9. სადღეგრძელოები
პროექტში აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას თუ, ძველად როგორ ხდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ოჯახის შექმნა და როგორია დღეს? ასევე ქორწინების ასაკი ძველად და ახლა.
მოსწავლეებს მივაწვდი ინფორმაციას იმ ვებ–გვერდების შესახებ სადაც შეიძლება მოიძიონ ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით.
პროექტის შექმნის დროს მოსწავლეებს გავამახვილებინებ ყურადღებას ოჯახის შექმნის დღეზე.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები საჭიროებისამებრ გამოიყენებენ ფოტო და ვიდეო აპარატს და პრეზენტაციის ეფექტურად წარმართვის მიზნით გამოიყენებენ გადაღებულ მასალებს. ჩაატარებენ პრეზენტაციას.

მოსწავლეთა ასაკი/ კლასი :15–16 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მიკვლევ, დისკუსია, ინფორმაციის ინტერნეტით მოძიება, პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები: საქართველოში ქორწინების ტრადიციების გაცნობა.

სასარგებლო სხვისათვის: გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს და კულტურას, წესს,
ადათს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა, ხელოვნება, მუსიკა.
მონაწილეები სხვა სკოლიდან: –––––––––

პროექტის ფასილიტატორი: ნანა აბდალაძე

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nabdaladze@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: