воскресенье, 16 ноября 2008 г.

Gearn საცდელი პროექტი: შიდსი და შიში

საცდელი პროექტი: შიდსი და შიში

პროექტის სახელი: შიდსი და შიში

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით
: მოსწავლის მიერ შიდსის შესახებ ინფორმაციის მოძიება და აივ ინფექციისგან თავის დაცვა.

პროექტის სრული აღწერა
: პროექტის განხორციელებისათვის შევქმენი მე-10 კლასელებიდან ჯგუფი, რომლებმაც გამოთქვეს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის სურვილი. პროექტში მონაწილეებს გავუნაწილე დავალებები. თითოეულიწევრი მუშაობდა ინფორმაციის მოძიებაზე. მათ უნდა მოიპოვონ შემდეგი სახის ინფორმაციები:
  • რა არის აივ/შიდსი?
  • აივ ინფექციის პროგრესირება შიდსის სინდრომამდე
  • როგორ ხდება აივ ინფექციის გადაცემა.
  • როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან ინფექცია.
  • შეიძლება თუ არა ამოვიცნოთ ინფიცირებული ადამიანი და როგორ?
  • როდის შეიქმნა შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
  • როგორია შიდსის სტატისტიკა საქართველოში.
  • რა არის ინფექციის გადაცემის ძირითადი მიზეზი.
პროექტში აუცილებლად გავამახვილებინებ ყურადღებას შიდსი და ათასწლეულის განვითარების მიზნები. ასევე მოსწავლეები გაამახვილებენ ყურადღებას შიდსის პროგრამების შესახებ საქართველოში. ესენია:
  • ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო
  • შიდსის ეროვნული ცენტრი
  • შიდსის სახელმწიფო პროგრამა
  • გლობალური ფონდის პროექტი
  • USAID/Save the Children პროექტი
  • წამყვანი ორგანიზაციების საკონტაქტო რეკვიზიტები
მოსწავლეებს მივაწვდი ინფორმაციას იმ ვებ-გვერდების შესახებ სადაც შეიძლება მოიძიონ ინფორმაცია.
  • www.unaids.org -გაეროს აივ/შიდსის პროგრამის UNAIDS -ის ვებ გვერდი
  • www. stopaids.ge -საქართველოში მიმდინარე აივ/შიდსის შესახებ პროგრამები
  • www.aids.gol.ge საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო -პრაქტიკული ცენტრი
  • www.unfpa.org/hiv/index.htm- გაეროს მოსახლეობის ფონდის მასალები აივ/შიდსის საკითხებზე და სხვები...
პროექტში ასევე მოსწავლეები გაამახვილებენ ყურადღებას შიდსის მსოფლიო დღის ისტორიაზე. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეზე. და საქართველოში შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნაზე პარტნიორის მოძიებაზე. მოსწავლეები მოძიებული მასალის შემდეგ გამართავენ დებატებს და დისკუსიებს.
გამოცემენ პატარა ბუკლეტს და ჩავატარებთ პრეზენტაციას. პროექტის მიმდინარეობის მსვლელობის დროს მოსწავლეები საჭიროებისამებრ გამოიყენებენ ფოტო და ვიდეო აპარატს და პრეზენტაციის ეფექტურად წარმართვისათვის საინტერესოდ გამოიყენებენ გადაღებულ მასალებს. ჩაატარებენ პრეზენტაციის შემდეგ ერთდღიან აქციას და ბუკლეტებს დაურიგებენ მოსახლეობას .

მონაწილეთა ასაკი /კლასები: 15-16 წელი

ვადები/ ხანგრძლივობა: 2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოკვლევა, დისკუსია, ინფორმაციის ინტერნეტით მოძიება, ბუკლეტების დამზადება, პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები:/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება

სარგებელი სხვებისათვის: ცოდნის აღჭურვა და მოსალოდნელი საფრთხის და დაავადების თავიდან აცილება.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ქიმია ბიოლოგია.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ---

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანა აბდალაძე

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: Nabdaladze@gmail.com

პროექტის ფორუმი:
შიდსი და შიში - 12:33am Nov 16, 2008 ED

პროექტის ვებგვერდი/ ბლოგი:Aidsandfearprojects.blogspot.com